Friday, September 5, 2014

  ჩემი  პროექტის  იდეა


საინფორმაციო  ტექნოლოგიების შესწავლისთვის და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისთვის საინტერესოა მოსწავლე ფლობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საბაზო უნარ–ჩვევებს.მას უნდა შეეძლოს კომპიუტერის გამოყენება მაღალ საბაზო კვალიფიციურ დონეზე.შეძლოს ნებისმიერი  ინფორმაციის მოპოვება.
ჩემს მიერ შემუსავებული პროექტი,ვფიქრობ დაეხმარება საგაკვეთილო პროცესში აღნიშნული უნარების გამოყენება–განვითარებაში და შევძლებ მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში.(მაგ:ისინი შეძლებენ გააკეთონ პრეზენტაცია ი.ჭავჭავაძის ბიოგრაფია,შეძლებენ დიაგრამების სახით განათავსონ არჩევითი თემატიკა,ასევე იმუშავონ ცხრილებთან და ა.შ)
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  დახმარებით ისინი შექმნიან სხადასხვა პროექტებს.ასევე თარგმნიან უცხო ენებიდან სტატიებს  ქართულად  და დალაგებენ ერთობრივად თანმიმდევრულად.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა

4
3
2
1
ზოგადი შეკითხვები (EQ) ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას.
ზოგადი შეკითხვა აზროვნების წამახალისებელი შეკითხვაა, რომელიც სხვადასხვა საგანს ან ერთი საგნის ქვეშ შესწავლილ რამდენიმე თემას აერთიანებს.
არსებითი შეკითხვა ზოგად იდეას ეხება, რომელიც  სხვადასხვა საგანს ან ერთი საგნის ქვეშ შესწავლილ რამდენიმე თემას აერთიანებს.
ჩემი შეკითხვა თემი ძირითად ცნებებს ფარავს, და არა ფართო იდეას.
ჩემი არსებითი შეკითხვა თავის შინაარსს ფარავს.
თემატური შეკითხვები (UQs) ხელს უწყობს სასწავლო მიზნებს.
ჩემი თემატური შეკითხვები ღია ფორმატისაა, მკაფიოდ უკავშირდება ამოცანებს, მოსწავლეებისგან მოითხოვს მაღალი დონის სააზროვნო  უნარ-ჩვევების გამოყენებას, რათა თემის შემეცნებითი აღქმა ჩამოუყალიბდეთ.
ჩემი თემატური შეკითხვები ღია ფორმატისაა, უკავშირდება ამოცანებს, მოსწავლეებისგან ითხოვს აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების გამოყენებას, რათა თემის შემეცნებითი აღქმა ჩამოუყალიბდეთ.
ჩემი თემატური შეკითხვები ღია ფორმატისაა, თუმცა არ უკავშირდება ამოცანებს, მოსწავლეებისგან ითხოვს აზროვნების მაღალი დონის ზედა ან თემიდან აღებულ კონკრეტულ ცნებებს.
ჩემს თემატურ შეკითხვებს აქვს წინასწარ განსაზღვრული პასუხები და იმდენად ზოგადია, რომ მიმდინარე თემის ფოკუსს სცდება.

შინაარსობრივი შეკითხვები (CQs) ამოწმებს ფაქტობრივ ცოდნას.
ჩემი შინაარსობრივი შეკითხვები ყურადღებას ამახვილებს ძირითად ცნებებზე, რათა ხელი შეუწყოს ფაქტობრივი ცოდნის განვითარებას. მათ ვიწრო და განსაზღვრული პასუხები აქვთ.
ჩემი შინაარსობრივი შეკითხვები ხელს უწყობს ფაქტობრივი ცოდნის განვითარებას. მოითხოვს ვიწრო და განსაზღვრულ პასუხს.
ზოგიერთი ჩემი შინაარსობრივი შეკითხვა ხელს უწყობს ფაქტობრივი ცოდნის განვითარებას.
ჩემი შინაარსობრივი შეკითხვები ვერ უწყობს ხელს ფაქტობრივი ცოდნის განვითარებას.


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (CFQs) აკავშირებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს.
ჩემი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები მოითხოვს მოსწავლეებისგან, გამოიყენონ ინფორმაცია შინაარსობრივი შეკითხვებიდან, რათა დეტალურად უპასუხონ თემატურ შეკითხვებს, შემოქმედებითად და კრიტიკულად იფიქრონ მთავარ შეკითხვაზე.
ჩემი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები მოითხოვს მოსწავლეებისგან, გამოიყენონ ინფორმაცია, შინაარსობრივი შეკითხვები, რათა უპასუხონ თემატურ შეკითხვებს,  და კრიტიკულად იფიქრონ მთავარ შეკითხვაზე.
ჩემი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები ზოგჯერ მოითხოვს მოსწავლეებისგან, გამოიყენონ ინფორმაცია შინაარსობრივი შეკითხვებითან, რათა უპასუხონ თემატურ შეკითხვებს, და კრიტიკულად იფიქრონ მთავარ შეკითხვაზე.
ჩემი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები იშვიათად თუ  მოითხოვს მოსწავლეებისგან, გამოიყენონ ინფორმაცია შინაარსობრივი შეკითხვებიდან, რათა უპასუხონ თემატურ შეკითხვებ და კრიტიკულად იფიქრონ მთავარ  შეკითხვაზე.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მაგალითები


ზოგადი კითხვები
  • როგორ შემიძლია მოვახდინო ზეგავლენა მოვლენებზე? 
  • როგორ ვიყენებთ კომპიუტერს ჩვენს ცხოვრებაში?
  • როგორ შეეგუვნენ მოსწაწავლეები თანამედროვე ტექმოლოგიებს?
  • რა გვეხმარება თანაცხოვრებაში?
  • როგორია სიცოცხლის ფასი?
თემატური კითხვები
  • რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს მოსწავლეებს განსაკუთრებული? 
  • რატომა არის საჭირო კომპიუტერი ცხოვრებაში?
  • რით განსხვავდეიან ადამიანები ცხოვენებისგან? 
  • რატომ გვჭირდება ქცევის წესები?
  • რამდენად ღირს ყველა ადამიანის უფლების დაცვა?
შინაარსობრივი კითხვები
  • რა მიზეზებით განვითარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების  განვითარება?
  • რა არის ლოკალური ქსელი?
  • როგორ უკავშირდებიან კომპიუტერები ერთმანეთს?
  • რა არის ქცევის წესები?
  • რა თავისებურებებით ხასიათდებიან ადამიანები?
თემატური კითხვებითემატური კითხვები


Sunday, August 31, 2014

მესამე დღის რეფლექსია


1.  შაბლონზე მუშაობა

2.  ბლოგზე განთავსება  დოკუმენტის

3. ბლგზე კომენტარების დადება

4. ბლოგზე დოკუმენტის ჩასწორება

5. ინტერნეტიდან  ჩამოტვირთვა  დოკუმენტის.

პროექტის სასწავლო მიზნები


    მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის  დამოუკიდებლად  მოძიებას  ნებისმიერ  თემაზე.  

   მოსწავლეები სეძლებენ განათავსონ ინფორმაცია ბლოგზე.  

     სხვადასხვა ჯგუფებთან  ელექტრონული მუშაობის  უნარის დემონსტრირება.

     საერთო მიზნების მისაღწევად  საჭიროა კომპრომისისთვის  მზადყოფნისა და  მოქნილობის დემონსტრირება..პასუხიმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

    ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,კრიტიკული და კომპეტენტური  შეფასება,ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებიღად  გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.  


      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი  გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ  საკითხებზე  საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.
      

           წარმატებისთვის აუცილებელია სწორად დაგეგმვა, ოპტიმალური ვარიანტის წინასწარ შერჩევა, ამის საშუალებას იძლევა  ისტი–  გაკვეთილებზე შესწავლილი სიმპლექსმეთოდი. რაც უფრო ადრეულ ასაკში ვასწავლით თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მით უკეთესად მომზადებული იქნება ახალგაზრდა ცხოვრებისთვის.

Saturday, August 30, 2014

პირველი მოდულის შეჯამება

    ამ მოდულმა მნიშვნელოვნად დამაფიქრა.



     პროექტები  რომელიც  გვაძლევს იმის საშუალებას ,  სასწავლო აქტივობები  დაუკავშიროთ  ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოთ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყოთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.

მეორე დღის რეფლექსია



   
ამ მოდულში ჩვენ ვისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. მივიღეთ იმ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს. მასზე დაყრდნობით ვსწავლობთ სასწავლო მიზნებს, ვარჩევთ  მნიშვნელოვან ცნებებს, რომელთა გარშემოც გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ, შევადგენთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზს და განსაზღვრავთ შეფასების ფორმებს, შევქმნით შეფასების რუბრიკებს, რომელთა მეშვეობითაც შევაფასებთ მოსწავლეების ცოდნას.